LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე შავგულიძეზე: არ უნდა მეთქვა,სიტყვა თოჯინა ცხარე გულზე ვთქვი

426
ჯაფარა

სიტყვა თოჯინაგამოვიყენე შავგულიძის მიმართ, ცოტა ცუდად მომხვდა ყურში,- განაცხადა ტვ პირველის ეთერში გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

“არ უნდა მეთქვა თოჯინა არ მიგულისხმია, სხვა სიტყვის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ცხარე გულზე ვთქვი” – ამბობს ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძეზე თქვა, რომ ის ფასადზე გამოდგმული თოჯინაა.

“გირჩს ჰყავს ყველაზე მოაზროვნე ამომრჩეველი, მიუხედავად შალვა შავგულიძის წესიერებისა, ყველას კარგად ესმის, რომ შალვა შავგულიძე ახლა არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა, რომელიც ხან გენპროკურორის თანამდებობაზე წარადგინა ევროპულმა საქართველომ, ახლა კი, პარლამენტში უნდა შეყვანა. მეორედ ხდება, რომ სხვა პარტიის თავმჯდომარეს მაღალ თანამდებობაზე უშვებს პარტია, რომელსაც რაღაცებზე პრეტენზია აქვს. ეს კარგი, გასაგებია, რომ საკუთარ კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს არც ერთ და მეორე შემთხვევაში”-თქვა ჯაფარიძემ

ცნობისთვის, 20 მაისს გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჰერმან საბომ თქვა, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები