LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე ღარიბაშვილს მიმართავს: თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო…

174
44791408-2239147839469996-4423494729203712000-o

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მან პარლამენტში ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს და “გირჩის” მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას “ბიბლიურ თავისუფლებას” ეხებოდა.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი – ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან,“ – წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, გირჩის წევრებმა შექმნეს “ბიბლიური თავისუფლება”, რომლის მეშვეობითაც, ახალგაზრდებს შეეძლოთ, რელიგიური ჯგუფის წევრობის მოტივით, თავი აერიდებინათ სავალდებულო სამსახურისთვის.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ საკითხს გამოეხმაურა, რომლის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა. 

"გირჩის" "ბიბლიური თავისუფლებით" ასობით წვევამდელმა აარიდა თავი სამხედრო სამსახურს

ქუთაისში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევისას “გირჩის” შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლებით” 245-მა წვევამდელმა ისარგებლა, 2017 წელს კი, იგივე მიზეზით, 255 წვევამდელი არ წავიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ჯამში 500 ადამიანი კანონის შესაბამისად დარჩა სავალდებულო სამსახურში გაწვევის გარეშე, ამის შესახებ ქუთაისის მერიის სამხედრო სამახურის ხრლმძღვანელმა ლერი ყენიამ განაცხადა. მისი თქმით, სტატისტიკა ქუთაისში საკმაოდ მაღალი და საგანგაშოა. იგივე მექანიზმით, ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებას […]

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ეს პროცესი მისთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული.

„ის, რაც ბოლო წლებში განვითარდა არის პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის. ვგულისხმობ, პოლიტიკური მოძრაობის, ჩვენი ოპონენტების ნაცმოძრაობისა და იმათთან აფელირებული წევრების ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია ჩვენი საზოგადოების, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის დეგრადაციის მცდელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.

მინდა აღვნიშნო, არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და ეს იქნება პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩვენი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ნახეთ ასევე: “გირჩი” და სხვები ვერ უნდა სარგებლობდნენ კანონში ლაფსუსით – საპატრიარქო ცვლილებებების დაჩქარებას ითხოვს

არამართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა შესაძლოა სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლონ