LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯადოსნური მუსიკა, ცეკვა ყინულზე და რომანტიკა მთაში – ფილმი-კლასიკა, რომელიც ახალ წელს უნდა ნახოთ

1000
mvs-news3435

„მზიანი ველის სერენდა“ – ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზე გათვლილი ძალიან ლამაზი საახალწლო ფილმია, რომელიც ეკრანებზე 1941 წელს გამოვიდა.

სიუჟეტის მიხედვით, მთის კურორტის მფლობელი, მისტერ მორი ზამთრის სეზონზე ცნობილ ორსკესტრს მასთან სამუშაოდ ეპატიჟება. გამგზავრებამდე გლენ მილერის ორკესტის მუსიკოსები ევროპაში ომის შედეგად ობლად დარჩენილი ბავშვის აყვანას გადაწყვეტენ. ორკესტრის წევრები ვარაუდობენ, რომ მათთან აღსაზრდელად პატარა ბავშვი ჩამოდის, თუმცა აღმოჩნდა რომ ცდებიან. ლტოლვივი ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგონაა, რომლის როლშიც ცნობილი მოციგურავე, სონია ხენი გვევლინება. გოგონა მთელი ძალებით ცდილობს ორკესტრის ერთ-ერთი წევრის გული მოინადიროს, როგორ გაგრძელდება ეს რომანტიკული ისტორია, ამას მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს. იქამდე კი გავიხსენოთ საინტერსო ფაქტები ფილმის შესახებ:

ფილმი „მზიანი ველის სერენდა“ გახდა პირველი ფილმი, სადაც გლენ მილერის ორკესტრის მუსიკა ჟღერს. მათ შორის სიმღერები It Happened in Sun Valley, I Know Why და In the Mood, რომლებიც ოსკარზე იყო ნომინირებული. გლენ მილერის ლეგენდარულ ორკესტრს ისე მოუხდა საეკრანო ფორმატი, რომ მალევე ისინი გადაიღეს ფილმში „ორკესტრანტების მეუღლეები“. ორი წლის თავზე თავად გლენ მილერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მართალია მუსიკა კინოფილმისთვის მილერის ორკესტრმა ჩაწერა, თუმცა  მისი ავტორი ჰარი ოურენია.

თავდაპირველად გათვლილი იყო, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს სონია ჰეილის ფილმში სამი ცეკვის ნომერი უნდა შეესრულებინა. საბოლოოდ ეს ნომრები საკმაოდ ძვირი დაჯდა და არჩევანი ორ ნომერზე შეჩერდა. ფილმში არის ფინალური ცეკვის სცენა, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესია კინოს ისტორიაში. ამ სცენის გადაღებას არც მეტი, არც ნაკლები, სამი დღეს დასჭირდა.

თავდაპირველად ფილმი ჩაიფიქრეს, როგორც რეკლამა კურორტისთვის „მზიანი ველი“, თუმცა გლენ მილერის საოცარმა მუსიკამ ფილმი სრულმეტრაჟიანად აქცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები