LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის საკვები ლამებს დააქვთ

108
delivery-llamas-828x435

უსაყვარლესი ლამები სამხრეთ უელსში მცხოვრებ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ეხმარებიან და მათთვის საკვები და სხვა საჭირო ნივთები ყოველ დღე მიაქვთ.

ეს ადამიანები კორონავირუსის საშიშროების გამო სახლებს დიდი ხანია ვერ ტოვებენ, ფუმფულა ცხოველი კი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.

როგორც ლამების ფერმის მეპატრონე მეთ იორკე აცხადებს, უელსში ძალიან ბევრი ისეთი ადგილია, სადაც ავტომობილს გადაადგილება უჭირს, ახალი ეკო–მეგობრული სერვისი კი ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის.

უელსელები სიახლეს ძალიან დადებითად შეხვდნენ. ბევრი აღნიშნავს იმას, რომ საკვების მიტანის ტრადიციულ სერვისი ბევრად გაუმჯობესდა. ლამებს საკვების გარდა ადგილობრივებისთვის დიდი პოზიტივიც მიაქვთ“.

მეთმა ისიც დაამატა, რომ მიტანის სერვისი თავად ლამებისთვისაც ძალიან კარგია. ისინი ყოველდღიურად ვარჯიშობენ და დატვირთვაც დიდი არ არის.

აქამდე ლამებს სხვადასხვა დღესასწაულებზე, ქორწილებზე თუ დაბადების დღეებზე იყენებდნენ. ასევე, ეს უსაყვარლესი ცხოველები ტურისტებს შორისაც დიდი მოწონებით სარგებლობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები