LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო თუ არა ინტოქსიკაცია სასმელი წყლით გამოწვეული: სინჯები უკვე აღებულია, პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი

86
BeFunky-collage - 2020-10-05T124651.343

“გორში ყველა იმ ლოკაციებიდან, სადაც დაფიქსირდა სავარაუდო მოწამვლის ფაქტი, უკვე აღებულია სინჯები”- ამის შესახებ “ფორტუნას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს.

“ჩვენი მობილური ლაბორატორიების მიერ მიმდინარეობს კვლევა. ეს არის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა, დღის ბოლოსკენ გვექნება სურათი – იყო თუ არა ინტოქსიკაცია სასმელი წყლით გამოწვეული” – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

მათივე განმარტებით, წლის სინჯების აღებას ყველა ლოკაციიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. რაც შეეხება კონკრეტულად გორის შემთხვევას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტი 24- საათიანი სასმელი წყლით მარაგდება. მათივე ინფორმაციით, სინჯების აღება ადგილობრივი მობილური ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ მოხდა, რომელიც თბილისში, ცენტრალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში მოწამვლის სიმპტომებით კლინიკას უკვე ათეულმა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. მათ ძირითადად ღებინების შეგრძნება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით გორის დედათა და ბავშვთა ცენტში 50-მდე ბავშვი შეიყვანეს, რამდენიმე მათგანი ამ დროისათვის უკვე გაწერილია.მოწამვლის ფაქტი დაუდასტურდათ რამდენიმე მშობელსაც.

გორში 50-მდე ბავშვი მოწამვლის სიმპტომით კლინიკაში შეიყვანეს

ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარს სასმელ წყალს უკავშირებს და აცხადებენ, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კომბინატის დასახლებაში, სასმელი წყლის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

 

პოპულალურები