LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება, თუ არა ბათუმის პორტი – ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი

223
5d3194d1db5b6

ნათია თურნავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის პორტი შესაძლოა გაიყიდოს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის პორტი ოპერირებაში აქვს ყაზახურ კომპანიას, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას პორტით სომხური მხარის დაინტერესების შესახებ.

„ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არაზუსტია. ჯერ ერთი, ბათუმის პორტი დიდი ხანია ოპერირებაში აქვს გადაცემული ყაზახურ კომპანიას, რომელიც ამუშავებს ამ პორტს. ჩვენთვის მსგავსი ინფორმაცია, რომ სომხურ მხარეს რამე ინტერესი გამოეხატა, ცნობილი არ არის. თუკი, ასეთი რამე სინამდვილეში არსებობდა, ჩვენთვის იქნებოდა ცნობილი. დღეს სახელმწიფოს ეს ობიექტი არ ეკუთვნის და გასაყიდად ვერ გამოვიტანდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, სომხეთის საზოგადოებრივი რადიო სომხურ გამოცემა „ჟამანაკზე“ დაყრდნობით წერს, რომ სომხეთი ბათუმის საზღვაო პორტის შესყიდვით არის დაინტერესებული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 600 მილიონ აშშ დოლარად ყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები