LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყავით სახლში, უყურეთ ფილმებს, ახალგაზრდებმა კი იცით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს – ზელენსკი

556
zelenski

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ახალგაზრდებს მოუწოდებს, კარანტინში ყოფნის პერიოდში დემოგრაფიული კრიზის მოგვარებაზე იზრუნონ. ამის შესახებ ზელენსკიმ გადაცემა „სიტყვის თავისუფლებაში“ ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, იხუმრა.

“სამსახურის გამო ხშირად ვერ ვნახულობთ დროს ჩვენს ახლობლებთან და ბავშვებთან ჩვეულებრივი საუბრისთვის. იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები და უყურეთ კინოს. ხოლო ახალგაზრდებითვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი. უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ჩემი აზრით, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა უკრაინის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ.

„ყველას ვურჩევ სახლში დარჩენას – ეს სიმართლეა. თუ რამენაირად შეგიძლიათ დარჩეთ სახლში – სახლში ყოფნა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. თუ გრძნობთ, რომ სიცხე გაქვთ, გთხოვთ, დაურეკეთ სასწრაფოდ ექიმს. ჩვენ დაგეხმარებით“, – მიმართა უკრაინის ლიდერმა მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები