LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

69
shutterstock-351882113

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა.

„წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 7.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 6 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე განცხადებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენტია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები