მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ჩარტერულ ფრენებს ვენის მიმართულება დაემატა. კერძოდ, ავიაკომპანია Georgian Airways თბილისივენათბილისის საჰაერო ხაზზე ორ ჩარტერული რეისს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 18 ივნისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 17:50);

  • 28 ივნისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 17:50).

ჩარტერული რეისები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 27 მაისს მიენიჭა.

გარდა ზემოთ აღნიშნული მიმართულებისა, ავიაკომპანია ივნისში შემდეგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს:

  • 4 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
  • 8 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი;
  • 11 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
  • 15 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი;
  • 21 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
  • 25 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
  • 27 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი.
მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები