„ივლისში არის ვიზიტორების კლება, რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი ნეგატიური როლი შეასრულა 20 ივნისის მოვლენებმა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, “პირველი ექვსი თვე ქვეყანა ვითარდებოდა ძალიან სწრაფად, ტურისტული ინდუსტრიაც ვითარდებოდა გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე წინა წელს” და ტურიზმის სექტორში წლიური დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში ვიზიტორების კლება დაფიქსირდა, რისი მიზეზიც 20 ივნისის მოვლენების ნეგატიური როლია.

„ივლისის სურათი, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული, რადგან 20 ივნისის მოვლენები იყო წყალგამყოფი, როდესაც ჩვენი აღმასვლა და დადებითი ტენდენცია ძალიან სერიოზულად დაზიანდა. ივლისის სტატისტიკა უკვე გვიჩვენებს, ამ თვალსაზრისით საკმაოდ შემცირებულ ზრდის ტემპებს და მათ შორის, თუნდაც აეროპორტების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები