LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე – ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს

142
17342820-261950427590161-1923547191377493722-n

ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел на хуй-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს,- ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს.

“ჯერ ერთი საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი, რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს მაშინ არ ქონდა და ეხლა რაში სჭირდებოდა?

ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს.

ისე საკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით.

ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსანის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე თუ მასე არ მოხდება,”- წერს ოქრუაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ფორტუნას” დაუდასტურა, რომ კოშაძე სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით (ცეხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარება) არის დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები