LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების საპროტესტო კოლონა მიემართება

224
Untitled

თბილისში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. იქ ტაქსის მძღოლების საპროტესტო კოლონას ელოდებიან. აქცია–მსვლელობა ორი საათის წინ აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო და მისი დასრულება სწორედ ივანიშვილის სახლთან იგეგმება.

მსვლელობის მონაწილეები ახალ რეგულაციებს, მათ შორის მანქანების თეთრად გადაღებვას აპროტესტებენ.

დღეს თბილისის მერმა მათ გამოსავალი შესთავაზა. კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს უფლებას აძლევს გადაღებვის ნაცვლად ავტომობილებზე თეთრი ფირი გადააკრან, რაც მისი თქმით, არცერთი თეთრი არ დაუჯდებათ.თუმცა, როგორც ჩანს, ტაქსის მძღოლების ნაწილისთვის ეს დაპირება არ არის საკმარისი.

“გვინდა, რომ ნორმალურად მოგვექცნენ და არა ძაღლებლივით. ვინ შეგვიშვებს თორემ ივანიშვილთან შეხვედრა გვინდა, დაგვანებონ თავი” – აცხადებენ მძღოლები

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1497546480376442/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები