LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ – თინა ბოკუჩავა

202
bokuchava

„მე მიკვირს უმრავლესობის წარმომადგენლებო, რომ თქვენ ეს საკითხი არ გაღელვებთ. ვისი ზურგით დაწერა გიორგი გახარიამ ეს შანტაჟის მესიჯი?!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მოუწოდა მხარი დაუჭირონ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“რა თქმა უნდა, მან ეს დაწერა ივანიშვილის ზურგით და მეტიც ივანიშვილის კონკრეტული დავალებით. გახარია იყო მხოლოდ და მხოლოდ მესინჯერი, შიკრიკი. მან ეს გზავნილი მხოლოდ მიიტანა, რომლის ავტორიც იყო ივანიშვილი. ივანიშვილი, რომლის შიშითაც თქვენ დღეს ხმას ვერ იღებთ ხაზარაძის საქმეზე, ვისი შიშითაც ხმას ვერ იღებთ სარალიძის საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე, მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანზე“, მაგრამ გარწმუნებთ, ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ. ასე, რომ, ვფიქრობ, ახლა დროა გვერდზე გადადოთ ეს მონური მორჩილება და მინიმალური ფუნქცია როგორც პარლამენტარებმა შეასრულოთ – მხარი დაუჭიროთ საგამოძიებო კომისიების შექმნას,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები