LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილი წლების მანძილზე ქმნიდა დოვლათს და ხარჯავდა საქართველოს განვითარებაში” – არჩილ თალაკვაძე

100
ბიძო აჩო

წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც დოვლათს წლების მანძილზე ქმნიდა და საკმაოდ დიდ რესურსს ქვეყნის განვითარებაში ხარჯავდა – ასე თვლის პარლამენტის თავმჯდომარე , რომელიც ივანიშვილის ქონების შესახებ “ბლუმბერგის” ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში შეუძლებელია მან მიიღოს სამი მილიარდი დოლარი, რადგან ამაზე მეტს ხარჯავს ქვეყნის განვითარებაში.

ბიძინა ივანიშვილი წელს $525 მილიონით გამდიდრდა

მილიარდერების 500-ეულში ივანიშვილი 371-ე ადგილზეა.

“ამ პერიოდებში, ჩვენ ვნახულობთ განსხვავებულ განცხადებებს, ოპოზიციის ნაწილი ზოგჯერ ამბობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეუმცირდა ქონება, არის შეფასება, სადაც მას გაეზარდა ქონება. ვიღაცები ამბობენ, რომ ასობით მილიონი მან უკვე დახარჯა, ვიღაცები ამბობენ, რომ ასობით მილიონი მან, როგორც ბიზნესმენმა შეიძინა. ამ ტიპის დისკუსიები არის ხოლმე პოპულიზმი და სპეკულაციები.

უნდა ვენდოთ საერთაშორისო რეიტინგებს და შეფასებებს. ის არის წარმატებული ბიზნესმენი, წლების განმავლობაში ქმნიდა დოვლათს და ასევე წლების განმავლობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა თავისი ქვეყნის, საქართველოს განვითარებაში.ეს არის სიმართლე რომელიც არის ხელის გულზე. საქართველოდან შეუძლებელია ადამიანმა მიიღოს სამი მილიარდი დოლარი, რადგან მას სწორედ ამდენი და ამაზე მეტი აქვს დახარჯული საქართველოსთვის,“- ამბობს თალაკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები