LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანია და ამ მენტალიტეტს ახალგაზრდებში ნერგავს” – მამუკა ხაზარაძე

102
20200210-160602

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო. თიბისი-ს საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომა 25 თებერვლამდე  გადადო.

ბადრი ჯაფარიძის განაცხადებით, ზეწოლას, რომელსაც სასამართლო ახორციელებდა, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო. მან პროკურატურა „შარიკოვს“ (მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობიდან “ძაღლის გული” – რედ.) შეადარა.

„არ მეგონა, რომ დღევანდელ დღეს ამ ქვეყანაში “შარიკოვები” ჯერ კიდევ იქნებოდნენ, რომელთაც ერთადერთი  ტყავის ქურთუკების ჩაცმა აკლიათ და მსგავსება პირდაპირი იქნება, რადგან ისინი ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ეს არის მართული პროცესი, ისინი კი ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არიან – ბრძოლას, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გააგრძელებენ.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი თქმით, “ბიძინას ეს სპექტაკლი არ გაუვა”, რადგან ისინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

„ივანიშვილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანია და ამ მენტალიტეტს ახალგაზრდებში ნერგავს – ახალგაზრდა მოსამართლეებში, ახალგაზრდა პროკურორებში. ბოლომდე წამლავს ამ უკვე მოწამლულ სისტემას. ბრძოლა იქნება ბოლომდე იმისთვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს, იმისთვის რომ ეს ქვეყანა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანა მე-20 საუკუნის მეთოდებით იმართება და ამ ყველაფრის შეცვლას არჩევნებით აპირებს.

“ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მენტალობა, ეს არაფორმალური მმართველობა, ეს ახალგაზრდა ხალხის წამვლა, რაც გამოიხატება ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც მას ექვემდებარება პირადად, შეიცვლება და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება აღმშენებლობის გზას“, – დასძინა მან.

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო” - მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის პროექტი დაიწყება როგორც კი „ქართულ ოცნებას“ ჩამოვაშორებთ".

მამუკა ხაზარაძემ კომენტარი გიგი უგულავას საქმეზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ისინი უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდებიან.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი,  24 ივლისს, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები