საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარი არხის” ეთერში გასვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუსტად სამ კვირაში ქვეყნის მთავარი ტელევიზია ჩამოყალიბდა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ივანიშვილის შანტაჟის, წნეხისა და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად მაინც მოხდა.

“ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო!”, – წერს სააკაშვილი. 

“გუშინდელი დღე არის ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლის შემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი!

პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ალბათ მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია!

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ვერც “მთავარის” ტელევიზია დაბლოკა, ვერც ახალი ლიდერების გაწევრიანება მოახერხა, ვერც რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება შეძლო, “ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯკვება ძალიან ახლოს არის”. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალური ქსელით ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს და ზაზა ოქუაშბვილს მადლობას უხდის და წერს, რომ ახლა ხელების ჩამოშვების დრო კი არა, ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების დროა.

 

კატეგორიები: სოც. ქსელები
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები