საქართველოში სულ მალე ფუნქციონირებას, ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანი დაიწყებს. კვების ობიექტი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული და მისი გახსნა ოფიციალურად 15 მაისს იგეგმება.
რესტორნის სახელწოდება Dinner in the Sky-ია და ის ამავე სახელწოდების კონცეფციის მიხედვით აშენდა. აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky -ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს, პირველი კი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.
რაც შეეხება უშუალოდ კოჯორში აშენებულ Dinner in the Sky-ის რესტორანს, ის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ივახშმონ. როგორც Dinner in the Sky Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფრენა სრულიად უსაფრთხოა.
ცნობისთვის, მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.
Posted by Dinner In The Sky Georgia on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019