წელს მცენარეული კოსმეტიკის ბრენდი „ივ როშე“ 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1959 წელს საფრანგეთში,  ბრეტანის რეგიონში, პატარა სოფელ ლა გასიში, ბ-ნი ივ როშეს ოჯახის საცხოვრებელი სახლის სხვენზე შეიქმნა მცენარეული კოსმეტიკა, განსხვავებული ტრადიციული კოსმეტიკისგან. ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა სილამაზეზე ზრუნვასა და ამავდროულად პლანეტისადმი პატივისცემას.

ამ კოსმეტიკის საშუალებით, ნებისმიერ ქალბატონს თამამად შეუძლია ხაზი გაუსვას საკუთარ სილამაზეს.

ბრენდი   პროდუქციას საფრანგეთში, ბრეტანის ქარხნებში აწარმოებს . მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით ის ახერხებს. მიიღოს ყველაფერი  საუკეთესო მცენარეებიდან და გთავაზობთ ინოვაციურ, ეფექტურ და მაღალხარისხიან  პროდუქციას.

ბრენდი „ივ როშე“ კოსმეტიკური საშუალებების მთელ სპექტრს გვთავაზობს: სახისა და სხეულის მოვლა, პარფიუმერია, მაკიაჟი ნებისმიერი გემოვნებისთვის .

საქართველოში „ივ როშე“ უკვე 20  წელია საქმიანობს და დღეისათვის ის 14 მაღაზიას აერთიანებს. აქედან 11 თბილისში, 3 კი – ბათუმში მდებარეობს.

 

მსგავსი თემები