LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია სუსლიაკი გაიტაცეს – მისი ადგილსამყოფელი უცნობია

316
4d1d8b9e7b018f8f2389360f8fbb1454

იულია სუსლიაკი ისევ დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, რა დროსაც ქართველმა სამართამდაცველებმა ის დაიჭირეს და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა - შსს

სამართალდამცველები გაუჩინარებულ ბავშვს ინტერპოლით ეძებენ

“ქალბატონი იულია სუსლიაკი გაიტაცეს, დღეს დილის 9-ის ნახევარზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ის არ გამოსულიყო ბრიფინგზე ხვალ” – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

უკრაინელი ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

პროკურატურა ამ დრომდე მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს

პროკურატურას საქმის უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა სურს.

სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

ნახეთ ასევე: ზელენსკიმ სუსლიაკის ბავშვების წასაყვანად საკუთარი ბორტი გამოგზავნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები