LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუბილარი პუტინი დაბადების დღეს ველურ ბუნებაში ატარებს [ვიდეო]

277
1570198925-boloto-2-1

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს იუბილარია. ის დაბადების დღის აღსანიშნავად, გუშინ ციმბირის ტაიგას ეწვია. როგორც ამბობენ, მას შემოდგომის ბუნება ძალიან უყვარს.

პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი იუბილეს ახლო მეგობრების გარემოცვაში შეხვდება.

პუტინი რომ პრეზიდენტობას ვერ თმობს, კარგად ჩანს მის დაბადების დღეებზეც. წელიწადში ამ ერთ თარიღსაც კი ის ძირითადად სამსახურში ატარებს.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა რუსეთის პრეზიდენტი დაბადების დღეს ციმბირში ატარებს. 2014 წელს მან ასევე დაბადების დღეზე შვებულება აიღო და ციმბირის ბუნებაში 9-კილომეტრიანი ლაშქრობა მოაწყო. მეორე დღეს კი სამსახურს დაუბრუნდა და ნოვოსიბირსკში სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შეხვედრა გამართა.

2017-2018 წლებში პუტინის დაბადების დღე უქმეებს დაემთხვა, თუმცა მან ეს დღე სოჭში გაატარა, სადაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრა გამართა.

რამდენჯერმე 7 ოქტომბერი, საერთაშორისო სამიტებს დაემთხვა, რომელშიც რუსეთის ლიდერი მონაწილეობდა. ასე რომ, პუტინმა 2002 წელს 50 წლის იუბილე კიშინიოვში იზეიმა, სადაც დსთ-ს სამიტი გაიმართა; 2013 წელს მან მიიღო მილოცვები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერებისგან ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც APEC სამიტი ჩატარდა.

 

საჩუქრები

რუსეთის პრეზიდენტი არც საჩუქრებზე გიჟდება, თუ რა თქმა უნდა ეს რომელიმე ქვეყნის ტერიტორია არაა. როგორც ის ამბობს, ხშირად არც კი ნახულობს რა დევს შეფუთვაში.

თუმცა, ტერიტორიების გარდა, არის საჩუქრები, რომლებიც პუტინს გახარებია – ბროლის ნიანგი, ძაღლი და ლეკვი, ჯუჯა ცხენი და ა.შ.

2008 წელი დასამახსოვრებელი იყო მისთვის საჩუქრების მხრივაც. ამ წელს, მედიისთვის უცნობმა სტუმარმა მას ვეფხვი აჩუქა. ცხოველი პუტინმა ჯერ მედიას აჩვენა, შემდეგ კი ზოოპარკს გადასცა.

 

უკვე მეოცე წელია, რაც 67 წლის პუტინი დაბადების დღეს, ქვეყნის მმართველის პოსტებზე აღნიშნავს. საინტერესოა როგორი იქნება 21-ე წელი მისთვის და მსოფლიოსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები