LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდა

276
bigstock-plane-travel-concept-hand-hol-250149976

იტალიაში შესვლის მსურველებისთვის სიახლეა – ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ყურადღება! ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად:

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის C, D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR, ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (აქამდე არსებული 14 დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად) და აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენურ ტესტირებას.

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის B, C, D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებულნი არიან შეავსონ ელექტრონული ფორმულარი ⬇

https://www.esteri.it/…/modulo_rientro_sintetico_05

უცვლელი რჩება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა წესები. მათ შორის E ჩამონათვალში არსებული ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის

საქართველოს მოქალაქეებს, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ კონკრეტული მიზეზების გამო, როგორიცაა:

✅ სამუშაო

✅   ჯანმრთელობა

✅   სწავლა

✅ აბსოლუტური გადაუდებელი აუცილებლობა

✅ სახლში (რეგისტრაციის ადგილას) დაბრუნება.

ტურიზმისთვის მოგზაურობა ჯერჯერობით ისევ აკრძალულია. იტალიის ტერიტორიაზე შესვლასა და იტალიიდან გამგზავრების წესებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები