LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის მიმართულებით ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია აჩერებს

180
turkish

Wizz Air-ის შემდეგ ავიაკომპანია Turkish Airlines-მაც გადაწყვიტა, კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა რეისი დროებით გააუქმოს.  ავიაკომპანიის ინფორმაციით,  იტალიის მიმართულებით ფრენები პირველი მარტიდან შეწყდება. 

მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი.

მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები შეაჩერა ჩინეთსა და ირანში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები