LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიიდან დაბრუნებულ 8 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

112
5C8D3098-3354-41AA-BC26-92B21592F952-cx0-cy13-cw0-w1080-h608-s-1

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც იტალიაში მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება გაიარეს. მათ შორის 8 პაციენტს ვირუსი არ დაუდგინდა, ხოლო კიდევ 8 მოქალაქის ტესტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის ბოლომდე მიიღებენ. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. კლინიკის ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს დილის  მდგომარეობით 19 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ის სამი პირი, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

„ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის სამს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. დღეს დილით ლუგარის ცენტრიდან რვა პაციენტის პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია, მათ არც „ა“ და არც „ბე“ ტიპის ვირუსი არ აქვთ. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

ქუთაისის აეროპორტიდან, იტალიიდან ჩამოსული მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქეა ინფიცირებული. ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში შესაბამის მკურნალობას გადიან. ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები