LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი მღვდელი, რომელმაც სასუნთქი აპარატი თავისზე ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო, გარდაიცვალა

435
193644625-c2706269-82d7-49a4-b035-0b73b23e8813

ჯუზეპე ბერარდელიმ, 72 წლის მღვდელმა კაზნიგოდან (ბერგამო), საკუთარი სიცოცხლე დათმო ადამიანისთვის, რომელსაც პირადად არც კი იცნობდა.

მღვდელმსახური გარდაიცვალა კორონავირუსით, მაგრამ გარდაიცვალა იმის გამოც, რომ საკუთარი სასუნთქი აპარატი, რომელიც მას მრევლმა შეუძინა, სხვა, მასზე ახალგაზრდა დაინფიცირებულს დაუთმო.

“დონ ჯუზეპე გარდაიცვალა როგორც მღვდელი. ჩემზე ძალიან იმოქმედა, რომ კაზნიგოელმა დეკანოზმა სიცოცხლე საკუთარი ნებით დათმო სხვა ადამიანისთვის,” განაცხადა პრესასთან საუბრისას სან ჯუზეპეს მოხუცებულთა სახლის თანამშრომელმა.

ჯუზეპე ბერარდელი, ლოვერეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დროისთვის, იტალიაში, მინიმუმ 30 მღვდელმსახურია კოვიდ-19-ით გარდაცვლილი, აქედან 16 – ბერგამოში.

პ.ს. თარგმანისთვის მადლობას ვუხდით ნინა მამუკაძე-სორდინის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები