LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში წყვილი სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის დააჯარიმეს

143
maskkiss2010

იტალიაში წყვილი პოლიციამ პირბადის გარეშე კოცნისთვის დააჯარიმა, შეყვარებულს 400 ევროს გადახდა მოუწევთ.

შემთხვევა მილანში მოხდა, 40 წლის იტალიელმა საყვარელ ქალს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა და ისინი მაშინვე პოლიციის ალყაში მოექცნენ. საქმე ისაა, რომ მათ კანონი დაარღვიეს, ქუჩაში პირბადის გარეშე გადაადგილება აკრძალულია.

როგორც გაირკვა იტალიელი მამაკაცი და მისი პოლონელი საცოლე უკვე ორ წელზე მეტია რაც დანიშნულები არიან, თუმცა ერთად ყოფნის არანაირი ოფიციალური მტკიცებულება არ აქვთ. მათ ოფიცრებს ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინეს, რათა დაემტკიცებინათ რომ ერთად ცხოვრობენ. რამეთუ ერთ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ერთად გადაადგილების დროს პირბადე არ სჭირდებათ. თუმცა, ამან არ გაჭრა, რადგან წყვილი სხვადასხვა მისამართზე აღმოჩნდა ჩაწერილი.

როგორც დაჯარიმებულებმა განაცხადეს, კოცნის დროს ისინი აბსოლიტურად მარტოები იყვნენ და პოლიცია ვერ დაინახავდა. თუმცა, რამდენიმე წამში ალყაში მოექცნენ, რაც იმას ნიშნავს რომ სამართალდამცავები ქუჩებს დრონებით აკონტროლებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები