LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში შეზღუდვებს აპროტესტებენ: დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა

95
image

მეორე დღეა იტალიის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მომიტინგეები აპროტესტებენ რიგ შეზღუდვებს, რომლებიც ხელისუფლებამ პანდემიის მეორე ტალღის შესაკავებლად დააწესა.
გასულ ღამეს რამდენიმე ქალაქში დაპირისპირება მოხდა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის.

ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად მილანში. პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა დაპირისპირება ნეაპოლში. საპროტესტო აქციები ჩატარდა რომსა და პალერმოშიც.

დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით რიგი შეზღუდვები დააწესა. ახალი გადაწყვეტილებით, რესტორნებს, ბარებს, სპორტულ დარბაზებსა და კინოთეატრებს აეკრძალათ ფუნქციონირება 18:00 საათის შემდეგ. იტალიის რამდენიმე რეგიონში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი ღამით.

როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემის დასაწყისში, იტალიაში დაწესებული მკაცრი კარანტინი მოასხლეობისთვის მისაღები აღმოჩნდა და კანონის დაცვით განხორციელდა, რადიკალურად განსხვავებულია მოქალაქეების დამოკიდებულება ახლა, პანდემიის მეორე ტალღის დროს.

პროტესტს გამოთქვამენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც და აცხადებენ, რომ გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ნაწილობრივ იღდგენენ ძალებს, თუმცა კვლავ გამკაცრებული წესები და შეზღუდვები, მათ გაკოტრებას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები