LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია

233
პოლიცია 3

ცოტა ხნის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბრიდიზში ადგილობრივმა პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები: 42 წლის ლ.რ. და 44 წლის ქალბატონი ლ.ი. დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, აღმოაჩინეს სახლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ბინების გასაქურდ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ჩხრეკის შედეგად ისეთი ნივთები იპოვეს, რომელთა წარმოშობა საქართველოს მოქალაქეებმა ვერ დაადასტურეს. მათ შორის: Asus-ის ბრენდის ლეპტოპი, Sony, ტომ ტომ-ის ნავიგატორი, სამზარეულოს დანა-ჩანგლის ნაკრები და 58 ცარიელი კარტრიჯი. ამასთან, ნაპოვნია სხვადასხვა ხელსაწყოები და გასაღებები, რომლებსაც ბინის გასატეხად იყენებდნენ.

„ლ.რ. – ს სასამართლოს ჩანიშვნამდე შიდა პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლ.ი. გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები