LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქართულმა ღვინომ უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

141
118911571-3550861398278337-25481403835919992-o

იტალიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MONDIAL DES VINS EXTRÊMES CERVIM, კომპანია „ბადაგონის“ პრემიუმ ღვინოებმა: „ბერების ღვინო 1011“ – დიდი ოქროს მედალი, ხოლო „ალავერდის ტრადიციები“ (წითელი) და „საფერავი ქაშერი“ ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში ღვინის მწარმოებელი ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კონკურსის ჟიური ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შედგება, რომლებიც ბრმა დეგუსტაციის შედეგად ავლენენ საუკეთესო ღვინოს.

„გილოცავთ “ბადაგონისა” და ქართული ღვინის გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას“, – აცხადებენ კომპანია „ბადაგონში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები