იტალიაში კორონავირუსის გამო 60 მღვდელზე მეტი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც რომის პაპმა მათ გამბედაობისკენ მოუწოდა, რათა კორონავირუსით დაავადებულები მოენახულებინათ.

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წირვის დროს 83 წლის რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიელ მღვდლებს მოუწოდა, დაავადებულების მონახულებისთვის გამბედაობა მოეკრიფად, სწრაფად მზარდი პანდემიის მიუხედავად.

რომის პაპის თქმით, მღვდლების მისიაა ექიმებთან და მოხალისეებთან ერთად ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოლონ.

იტალიელი მღვდლები მომავალშიც მივლენ დაავადებულებთან სანუგეშებლად.

„ეს ძალიან რთული გამოცდაა. ჩვენ დაბნეულები ვართ. ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ სიბნელე, რომელთანაც ბრძოლა გვიწევს, იმ იმედით არის განათებული, რომ ღმერთი არასდროს არ დაგვტოვებს განსაცდელში. მან თავად გაიარა ყველა ეს განსაცდელი, ასე რომ, ჩვენ ძველებურად გავამხნევებთ დაავადებულებს“, – განაცხადა ენრიკო სალმიმ, პარმის ეპისკოპოსმა.

მაშინ, როცა საქართველოში ზიარების წესებსაც არ ცვლიან, იტალიაში სააღდგომო მსახურების ჩატარება მრევლის გარეშე  გადაწყვიტეს. 12 აპრილამდე რომის პაპი ყველა შეხვედრას ვიდეოკონფერენციით გამართავს.

თუმცა იტალიელები არ დაიბნენ და მოძღვარებს საკუთარი ფოტოები გაუგზავნეს. სასულიერო პირებმა ფოტოები დაბეჭდეს და წირვის დროს ტაძარში დაკიდეს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05