LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

817
Italy Coronavirus

ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსი მძვინვარებს. არსებული ინფორმაციით, ლომბარდიის რეგიონში დღეს კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

სამივე გარდაცვლილი ხანდაზმული იყო. მთლიანობაში, ამ დროისათვის იტალიაში კორონავირუსით სულ 10 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ “euronews” იუწყება.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიიღო.

კორონავირუსის გამო, საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერებას გეგმავს

ამაზე მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს

იზოლირებულია შემდეგი ქალაქები: კაზალპუსტერლენგოკოდონო, მალეო, ბერტონიკოტერანოვა დეი პასერინიკასტელჯერუნდო, სან ფიორანოკასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.

ჩამოთვლილ ქალაქებში დახურულია სკოლები, ბაღები, მარკეტები, სპორტ დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები