LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კორონავირუსის გამო მაფიის გაძლიერების ეშინიათ

140
00ს

სამხრეთ იტალია უკანასკნელ ძალებს იკრებს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. სიცილიაზე ვირუსმა უკან დაიხია. ოთხშაბათს აქ კორონავირუსის მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. დიდ შეშფოთებას იწვევს ის კრიზისი, რაც კორონავირუსის გამო იმ რეგიონებში გაჩნდა, რომლებსაც ოდესღაც მაფია აკონტროლებდა.

სიცილიის არქიეპისკოპოსმა მაფიოზებს ...

„პალერმო მთლიანად შეიცვალა და მას მაფია აღარ მართავს. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ცენტრალური ხელისუფლების გაუგებრობების გამო მაფიოზური ორგანიზაციებს შანსი ექნებათ, კონტროლი გაუწიონ ბიზნესს და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ ადამიანების უკმაყოფილება“, – განაცხადა პალერმოს მერმა ლეოლუკა ორლანდომ.

ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებთ,  ყოველი მეოთხე სიცილიელი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ლომბარდიაში ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. მოსახლეობა შიშობს, რომ ღარიბების რიცხვი გაიზრდება.

ახალ ღარიბებზე ყვება კარიტასის ასოციაციის წარმომადგენელი ჯუზეპე პარუცო:

„ისინი თვალებში ვერ გიყურებენ, ისინი უბრალოდ მოდიან, იღებენ პურს და მიდიან. მათ რცხვენიათ, ისინი რაიმეს თხოვნას მიჩვეულები არ არიან. ისინი ყოველთვის თავიანთ ფულს თვითონ გამოიმუშავებდნენ. ახლა კი აბსლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ. მათი ცხოვრება თავდაყირა დადგა“.

სიცილიის მკვიდრი სალვატორე კინი აცხადებს, რომ ნაკლებს ჭამს.

„დღეში ორჯერ ვჭამ, როგორც წესი სადილისას მაკარონს და პურს ვჭამ და ვახშამზე კი რაიმეს ვაცხობთ. ჩვენ არ ვიყენებთ არც ლორს და არც გაყინულ ხორცს. საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევთ“, – აცხადებს სალვატორე.

იტალიის ხელისუფლებამ ყველა მუნიციპალიტეტში გაგზავნა ფინანსური დახმარება, მაგრამ პალერმოს მერი აცხადებს, ეს თანხა მოხმარდა საგანგებო პროგრამის პირველი ნაწილის რეალიზებასა და სოციალური დაძაბულობის შემსუბუქებას. პალერმოს მერის თქმით, უახლოეს კვირაში გაცილებით მეტი დახმარება იქნება საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები