LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია 3 ივნისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს

181
20200224-zia-p169-216

ქვეყანაში, რომელიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება. როგორც „bloomberg“ წერს, შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. 3 ივნისიდან იტალიის მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის შიგნით.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციას უფლება ექნებათ შეზღუდვები კვლავ გაამკაცროს, თუ კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შემთხვევაში ასეთ პირობას იძლევა იტალიის ხელისუფლება.

ჯერჯერობით უცნობია, საერთაშორისო მოგზაურობა ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები თუ არაწევრი ქვეყნებისთვისაც.

იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მარტში კორონავირუსის ეპიდემიის გამო მკაცრი კარანტინი გამოაცხადა.

18 მაისიდან ქვეყანაში გაიხსნება მაღაზიები, ასევე ამავე დღიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ასევე საცალო მოვაჭრეები, რესტორნები და ბიბლიოთეკებიც.

ორთვიანი კარანტინის შემდეგ პირველად: 18 მაისიდან იტალიაში მუზეუმები იხსნება

18 მაისიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ასევე საცალო მოვაჭრეები, რესტორნები და ბიბლიოთეკებიც

იტალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები