LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისწავლე სხვის შეცდომებზე, თორემ ცხოვრება არ გეყოფა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად – გრაუჩო მარქსის ცნობილი გამონათქვამები

659
1

ამერიკელმა კომიკოსმა, ცნობილი დასის „ძმები მარქსების“ წევრმა არა მხოლოდ არტისტიზმით, არამედ იუმორით და ენამახვილი გამონათქვამებით გაითქვა სახელი.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ის, ვინც ამტკიცებს, რომ კარგად იცნობს ქალის ბუნებას, სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს რამდენს კარგავს.

არასდროს დაიჯერო წყვილის, რომელიც მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებული დადის, მათ უბრალოდ ხელის გაშვების ეშინიათ, რადგან აუცილებლად მოკლავენ ერთმანეთს.

მამაკაცი ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენადაც მისი მეგობარი ქალი აღიქვამს.

ისწავლე სხვის შეცდომებზე, თორემ ცხოვრება არ გეყოფა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად.

პოლიტიკა – უსიამოვნებების ძებნის და აუცილებლად არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნებაა.

არასდროს ვივიწყებ ნაცნობ სახეებს, მაშინაც კი, როცა ძალიან ვცდილობ.

მოსაუბრის გულწრფელობის დადგენის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს. თავად მას უნდა ჰკითხო და თუ დაგიდასტურა – აუცილებლად იტყუება.

ნაკლებად მაღელვებს, რომ ბაბუა ვარ, ის უფრო მაშინებს, რომ ბებიაზე ვარ დაქორწინებული.