LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISUZU-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია, განახლდა ქობულეთის ავტოპარკიც

96
243220339-3019191324960392-6350705567790982178-n

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შესყიდული ISUZU-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ასევე, განახლდა ქობულეთის ავტოპარკი.

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

,,ჩვენთვის, ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური და ბათუმელებზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულად განვაახლებდით ბათუმის ავტობუსების პარკს და უკვე დამატებით 40 ავტობუსი შეემატება ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის პარკს. ასევე, გარდა ბათუმისა უკვე დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტების სატრანსპორტო განახლებაც და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც გადაეცემა 4 ახალი ავტობუსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ემსახურებოდეს თითოეულ ბათუმელს, ბათუმის სტუმარს და ყველასთვის გადაადგილება იყოს კომფორტული, უსაფრთხო” , – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ISUZU-ს მარკის ავტობუსების შეძენა ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები