LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მაქსიმუმი: წელს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვეწვია

312
3-46

2019 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 5 მლნ ტურისტული ვიზიტი განოხრციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები