LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული „7 ბორცვის” ტურისტული მარშრუტი და უეფას სტანდარტების სტადიონი – თელავში 2 მსხვილი პროექტი იწყება

902
123724264-4845000212207182-689715634401214267-o

თელავში 2 მსხვილი პროექტი იწყება –  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობის და „ისტორიული 7 ბორცვის” ტურისტული მარშრუტის განვითარების სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, თელავი სტადიონის გარეშეა დარჩენილი, ვინაიდან, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია. სტადიონის პროექტი თითქმის დასრულებულია და მალე სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდება.

რაც შეეხება მეორე, ანუ „ისტორიული 7 ბორცვის” პროქტს – ეს გახლავთ ტურისტული მიმართულების პროექტი, რომელზე მუშაობაც ასევე დასრულებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ორივე პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოდან, ან 2021 წელის პირველივე თვეებიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები