LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ლიტველი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

66

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, 18 ნოემბერს აიდას რიტის ვასილაუსკასის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ”შემოქმედების იმპულსები და რიტმები” გაიხსნება.

აიდას რიტის ვასილაუსკასი თანამედროვე ლიტველი მხატვარია. მისი შემოქმედება მოიცავს ფერწერას, კერამიკას, სკულპტურასა და დიზაინს. აწყობს პერსონალურ გამოფენებს და მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში როგორც ლიტვაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

გამოფენის „შემოქმედების იმპულსები და რიტმები” მთავარი თემაა ბუნება, როგორც სიცოცხლის საწყისი. მხატვარი ცდილობს ჩასწვდეს ბუნების სასიცოცხლო ფორმებს და ემოციურად გადმოგვცეს საკუთარი ხედვა.

აიდას რიტის ვასილაუსკასის სურათები „აწყობილია” მოზაიკის პრინციპით – ხის პატარა ფირფიტები სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. ავტორს სურს ამგვარად შექმნას მუსიკისა და მოძრაობისა ილუზია.

გამოფენა „შემოქმედების იმპულსები და რიტმები” 2016 წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები