LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში არავაქცინირებულ პედაგოგებს სკოლებში არ დაუშვებენ და ანაზღაურებას შეუწყვეტენ

71
1

ისრაელში არავაქცინირებულ პედაგოგებს სკოლებში არ დაუშვებენ და ისინი ვერც ანაზღაურებას მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბრძანების მიხედვით, სკოლების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ ე.წ. მწვანე ბარათი – დამადასტურებელი ცნობა, რომ ისინი არიან ვაქცინირებულნი, ან აქვთ გადატანილი კოვიდ-19, სასწავლო პროცესზე დასწრება აეკრძალებათ.

პროფკავშირების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა ხელისუფლება რეგულაციების სწრაფად ამოქმედებას იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ სკოლების დირექტორებს დაავალა, ნებისმიერ მასწავლებელს, რომელსაც არ ექნება დამადასტურებელი ცნობა, აუკრძალონ სკოლაში შესვლა. არავაქცინირებული პედაგოგები ვერც კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ არავაქცინირებული პედაგოგები სასწავლო პროცესში ვერც დისტანციურად ჩაერთვებიან.

შეზღუდვა ძალაში 3 ოქტომბრიდან შევა.

შეგახსენებთ, პედაგოგებს, რომლებიც არ იყვნენ აცრილები, ისრაელის სკოლებში შესვლა სასწავლო წლის დასაწყისიდან, 2 ოქტომბრიდან უკვე ეკრძალებოდათ, თუმცა ისინი კუთვნილ ანაზღაურებას მაინც იღებდნენ.

ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს აზერბაიჯანშიც. 

ქვეყნის განათლების სამინისტრომ სასწავლო პროცესის განახლებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლებში არავაქცინირებულ პედაგოგებს არ დაუშვებენ, რადგან სკოლებში დაბრუნების მთავარი პირობა აღმზრდელთა ვაქცინაციაა.

“ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელმა აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში საკუთარი და სხვების ჯანმრთელობისთვის.” – განაცხადეს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები