LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ალცჰაიმერის დაავადება დაამარცხეს

19266
alhaimersd

მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად, ისრაელში ყველაზე არაპროგნოზირებადი და აქამდე განუკურნებელი დაავადების, ალცჰაიმერის დაავადების წინაამდეგ საბრძოლველად ეფექტური პრეპარატი შეიმუშავეს. ამის შესახებ Haaretz  წერს.  მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე კარგა ხანია ცდილობენ ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლას, აქამდე არსებული პრეპარატების კლინიკური გამოცდების 99% წარუმატებლად დასრულდა. თუმცა ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად , მეცნიერთა ჯგუფმა ისრაელიდან შეძლო შეემუშავებინა პრეპარატი, რომელიც ეფექტურია მცირე დოზით გამოყენების შემთხვევაშიც.

ანგარიშის თანახმად, ახალი პრეპარატი სრულიად აჩერებს ტვინში მიმდინარე დეგენერაციულ პროცესებს და თითქმის 100%-ით ეფექტურია. პრეპარატმა კლინიკური გამოცდის ყველა ეტაპი წარმატებულად გაიარა. მისი გამოყენების შემდეგ ყველა საცდელი თაგვი წარმატებულად განიკურნა.

მეცნიერების მიერ შემუშავებული მოლეკულის სამიზნე ბეტა-ამილოიდური ცილებია. ის ეფექტურად არღვევს ბეტა-ამილოიდური ცილების გროვებს, რაც აზიანებს ნეირონებს და ხელს უშლის მათ შორის მონაცემთა გადაცემას. ამავდროულად, პრეპარატი ააქტიურებს სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც იცავს ნეირონებს ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი სხვა ნივთიერებებისაგან.

როგორც წესი, ალცჰაიმერის დაავადება ადამიანებს 65 წლის ასაკიდან უვითარდებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები