LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ახალმა მედიკამენტმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები სრულად განკურნა

1115
კორონა ისრაელი

ისრაელში იმედი გაჩნდა. საქმე ისაა, რომ იერუსალიმის საავადმყოფოში დაინფიცირებული პაციენტები, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული მკურნალობა გაიარეს, გამოჯანმრთელდნენ. პაციენტები, აბსოლუტურად ჯანმრთელ მდგომარეობაში გაწერეს. ინფორმაციას ”DETALI”  ავრცელებს.

პირველი დასკვნიდან ცნობილი გახდა, რომ საუბარია ახალ მედიკამენტზე, რომელშიც ჯანმრთელი დონორის უჯრედები გამოიყენება და კლინიკური კვლევების ეტაპზე, ასეთი მკურნალობა, მსოფლიოში პირველად მოხდა.

პრეპარატი, სახელწოდებით ”ალოცეტრა”, მედიცინის პროფესორის დორორ მევორას, Hadassah– ის თერაპიული და კორონავირუსული განყოფილებების ხელმძღვანელის კვლევის საფუძველზე იქმნება. წარსულში ეს პრეპარატი წარმატებით შეამოწმეს ათ პაციენტზე, რომლებსაც სეფსისის სამკურნალო საშუალება არ ჰქონდათ.

ექსპერიმენტი “კორონას” მქონე პაციენტებზე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს, ჰელსინკის კომისიის თანხმობით ჩატარდა.

კლინიკიდან ხუთი პაციენტი გაწერეს, რომლებიც კორონავირუსისგან სრულად განიკურნენ. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. აქედან, ორი პაციენტი გარდაცვალების პირას იყო. მათ მკურნალობა უახლესი მეთოდით გაიარეს და პირველ კლინიკურ ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები