LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

89
Israeli georgia

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობივი მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველო ისრაელმა “მწვანე ქვეყნების” სიაში შეიყვანა. ამიერიდან საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს იზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ.

უახლოეს მომავალში ისრაელი საჰაერო სივრცის გახსნასაც გეგმავს, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის ვერსიით, თარიღი 16 აგვისტო იქნება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის “მწვანე ქვეყნების” ჩამონათვალში საქართველოს გარდა შესულია:  ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები