LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა მმართველი კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია

98
იაირ ლაპიდი

ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. BBC-ს ცნობით, ისრაელის ოპოზიციური პარტიის, „იეშ ატიდის“ (არის მომავალი) ლიდერმა,  იაირ ლაპიდმა ქვეყნის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს ელექტრონული წერილის მეშვეობით შეატყობინა, რომ პრემიერ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტებთან ერთად, მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება შეძლო.

„მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით წარმატებას მივაღწიე. გპირდებით, რომ ეს მთავრობა იქნება ისრაელის ყველა მოქალაქის სამსახურში, მათთვის, ვინც მისცა ხმა და ვინც არ მისცა ხმა, პატივს სცემს მის ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ისრაელის საზოგადოების ყველა ნაწილი გააერთიანოს და დააკავშიროს,“- ნათქვამია ზემოაღნიშნულ შეტყობინებაში.

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2 ივნისის შუაღამისას იწურებოდა ვადა, რომელშიც იაირ ლაპიდს უნდა მოეძებნა მომხრეები, რითაც პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანგძლივი მმართველობა უნდა დასრულებულიყო.

ახალმა მთავრობა ფიცის დადებამდე პარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, ფიცის დადება კი 14 ივნისს უნდა გაიმართოს. მისი მეთაური იქნება ულტრამემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი, ნაფტალი ბენეტი.

თუკი კოალიცია 120 კაციან პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნები ჩატარდება. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 წელია უკავია.

შეგახსენებთ, 23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო.

პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g