LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის ინფორმაციით ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს

351
1.7022407.4069287561

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რაკეტის სამიზნე თელ-ავივი იყო. ავიაიერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთი რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მეორე კი ზღვაში.

2014 წლის შემდეგ ისრაელის დედაქალაქში საჰაერო განგაშის სირენები პირველად ჩაირთო.

მომხდარიდან მალევე, პალესტინის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტის საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, ავიაიერიშისას განადგურდა „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები.

ვინ ისროლა რაკეტა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

https://www.facebook.com/idfonline/videos/334031833891608/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები