LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისრაელის ავიახაზები“ მზადაა საქართველოში დაბრუნდეს

146
Travel-Image-PIB

“ისრაელის ავიახაზები” მზადაა დაბრუნდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განაცხადა, ისრაელის ელჩმა საქართველოში უკვე საჯაროდ აღნიშნა, რომ რომ საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ეტაპზეა.

“ისრაელი ყოველთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყანა, როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის „ეროვნული ავიხაზებ“ი მზადაა დაბრუნდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რამდენადაც ყველამ ვიცით კონკრეტულად ისრაელი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებას, ნორმების დაცვას და ამ შემთხვევაში ეს აქვს საქართველოს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Israir Airlines თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე სპეცრეისს განახორციელებს. ფრენა 13 მაისს შედგება. საქართველოს მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ, ეს აღნიშნულ მარშრუტზე Israir Airlines-ის მიერ შესრულებული რიგით მეოთხე რეისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები