რითი დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები თავად არ შეუძენია – 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე “ფორტუნასთან” ოჯახის უფლებადამცველმა ისაუბრა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ საქმეში არსებული 4 ძირითადი პრეპარატი თამარის მიერ არ არის შეძენილი.

“შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ის ძირითადი მედიკამენტები, რაც აღმოჩენილია ავტომობილში, ცარიელი ფირფიტები, მათგან კი ძირითადია 2 ფირფიტა, არც ერთ აფთიაქში უყიდია. 4 აფთიაქში იყო შესული, მოწმეები – აფთიაქარები დაკითხულები არიან. არც ერთი არ ადასტურებს, რომ ეს აბები თამარის მიერ არის შეძენილი. არც  ჩვენებებით და არც ქვითრებით დასტურდება.
რაც არის ნაყიდი, ეს არის ანტიდეპრესანტი და 4 დასახელების  წამლებიდან არის მხოლოდ და მხოლოდ 2 დასახელების წამალი შესყიდული, რომელიც  ავტომობილში აღმოჩნდა და რამდენიმე აბია მოკლებული. რამდენიმე აბი კი სასიკვდილო დოზა ვერანაირად ვერ იქნებოდა”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია

მისივე თქმით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკითხული აფთიაქის თანამშრომლები იხსენებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ყიდულობდა წამალს, რომლის ანოტაცია არ იცოდა, ხოლო კითხვაზე – რისთვის სჭირდებოდა, ბაჩალიაშვილმა უპასუხა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა.

“არის ასეთი საუბარი, რომ თამარი გამყიდველს წამალს უსახელებს, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტს რომ ეუბნება გამყიდველი, ისიც კი არ იცის რისი წამალია, ანუ რისთვის გამოიყენება. როცა გამყიდველი ეკითხება რისთვის სჭირდება, არ ვიციო, ეუბნება. წარმოდგენაც კი არ აქვს”, – ამბობს ადვოკატი.

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის საქმეში ჯერ კიდევ გასარკვევია გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა და მისი კომპიუტერის ჩანაწერები. რამიშვილი განმარტავს, რომ აშშ-დან ელოდებიან ჩანაწერების სრულ ვერსიას, რაც ქართულმა მხარემ ვერ ან არ აღადგინა.

საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და რომ არა ჩვენ, ეს საქმე დიდი ხნის დახურული იქნებოდა – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

“10-დღიანი ინფორმაციის აღდგენას ველოდებით აშშ-დან, გარდაცვალებამდე 10 დღის შუალედში სოციალური ქსელის ჩანაწერების შესახებ. ჩვენი ექსპერტების მიერ ჩანაწერები აღდგა, მაგრამ ეს არ არის სრული. 23 ივლისს, როდესაც შსს-ში ბრიფინგი გამართეს და თქვეს, ვიცით აბები შეიძინა 17 ივლისსო, არადა კომპიუტერი ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, არც ვიდეოსათვალთავალო კამერებიდან მასალები არ ყოფილა ამოღებული, მხოლოდ დაკითხვები მიმდინარეობდა და ისიც ზოგადად. ექსპერტიზა არ იყო დასრულებული და თქვეს აბებით გარდაიცვალაო. საიდან იცოდნენ, რომ აფთიაქში იყო შესული, მაგრამ მოვლენებს წინ გაუსწრეს. ვერ მოიაზრეს, იჩქარეს, იფიქრეს, რომ ერთი ჩვეულებრივი ოჯახია და ამის გაგრძელებას არ მოელოდნენ”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი განმარტავს, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და მიიჩნევს, რომ მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. მისივე განცხადებით, ოჯახმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა უწყებაში განუცხადეს, რომ შეხვედრა ვერ შედგებოდა, რადგან ირაკლი შოთაძეს და მის მოადგილეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

“სიყვარული არ მიიყვანდა, უფულობა არ მიიყვანდა, რაღაცამ ხომ მიიყვანა?! – ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან”: რას გეგმავს მიხეილ რამიშვილი 

“4-ვე ფანჯარა იყო დახურული, 15 წუთი ელოდებოდა სიკვდილს და იჯდა გვალვაში. ეს აბსურდია! ადამიანური ინსტიქტია, რომ შუშას მაინც ჩამოწევდა. ჩვენ გვინდოდა შეხვედრა მთავარ პროკურორთან, თეონას უნდოდა, მაგრამ ჩვენ რომ მივმართეთ წამლემთან და ყველა კითხვასთან დაკავშირებით, პასუხი მოგვივიდა, რომ გენერალურ პროკურორს მოადგილეებთან ერთად ჰქონია კორონავირუსი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები