LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევე სწრაფად გავაძევებთ, როგორც ჩამოვიდნენ – ტრამპი მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას იწყებს

314
Untitled

აშშ-ის პრეზიდენტი არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყებას აანონსებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახური მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

„მომავალ კვირას საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია დაიწყებს აშშ-ში უკანონო გზით შემოსული მილიონობით არალეგალი უცხოელის გაძევების პროცესს. ისვე სწრაფად გააძევებენ , როგორც ისინი ჩამოვიდნენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.

“ტვიტერზე” გაკეთებულ განცხადებაში, ტრამპმა  მიგრანტთა ნაკადის შეჩერებისთვის მექსიკა შეაქო და აღნიშნა, რომ გვატემალამ მზადყოფნა გამოთქვა, ასევე მოაწეროს ხელი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ შეთანხმებას.

შეგახსენებთ,  ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ  მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მექსიკა აშშ-ში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ აქტიურ ზომებს მიმართავს. ამასთან, მექსიკა დათანხმდა მიეღო აშშ-დან მიგრანტები, ვიდრე ამერიკული მხარე თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მათ განცხადებებს შეისწავლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები