LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც რძე და ყველი გვგონია, სინამდვილეში მცენარეული ცხიმია – კვლევა დედაქალაქში ჩატარდა

157
bazar-kveli

რძის პროდუქტი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, ხშირად არა ნატურალური, არამედ ნატურალურთან მიახლოვებულიც კი არ არის. დარღვევაა, როდესაც ნაწარმის ეტიკეტზე არ არის მითითებული შემცველობა. სოფლის პროდუქტების ობიექტებში კონტროლი ბოლო წლების განმავლობაში გამკაცრებულია, თუმცა შემთხვევები დღემდე ფიქსირდება. მსგავსი შინაარის კვლევა დედაქალაქის მასშტაბით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ შემოწმებული 40 დასახელების რძის პროდუქტისგან 6-ში მცენარეული ცხილი აღმოჩნდა. კვლევის შედეგებს ცენტრი საკუთარ გვერდზე ასაჯაროვებს. განმარტებულია, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს, თუმცა, ცენტრის განცხადებით, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია.

“შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ 2020 წლის იანვარში და 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული შემოწმებების შედეგად მცენარეული ცხიმები აღმოვაჩინეთ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა” – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომ ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოები საჭიროებაზე საუბრობენ.

 

კვლევის შედეგები ვრცლად იხილეთ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები