LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ნადირაშვილს ახმედ იმამყულიევმა განუცხადა, რომ მარნეულში დაძაბული ვითარებაა

81

„ევროპული საქართველოს-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას და მედიას, არჩევნების მიმდინარეობს პროცესში ყველა იმ დარღვევის შესახებ შეატყობინებს, რომელსაც ადგილი ექნება მთელი დღის განმავლობაში.

ამ ეტაპზე, ირმა ნადირაშვილი კონკრეტულად მარნეულში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. ნადირაშვილი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ, მას მარნეულის მერობის კანდიდატმა, ახმედ იმამყულიევმა, განუცხადა, რომ მარნეულში დაძაბული ვითარებაა.

იმ სურათის მიხედვით, რომელიც ამ წუთისთვის იკვეთება, ჩანს, რომ ხელისუფლება ემზადება ისევე, როგორც 2016 წელს, ახმედ იმამყულიევს წაართვას გამარჯვება, თუმცა აქვე მინდა, ხელისუფლებას მივმართო, რომ ყოველგვარი ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ვერ მისცემს მათ შედეგებს და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის მთელ საქართველოში და ამ კონკრეტულ რაიონში,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით, სოფელ ქვემო სარალში, 58-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები