LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა კვიცარიძე: „ავსტრიაში ის ადამიანები და დაწესებულებები, რომლებიც ვერ ახერხებენ მუშაობას, იღებენ ხელფასს, დაწესებულებები კი იმ შემოსავლის 80%-ს, რაც მათ ჰქონდათ წინა წლის ნოემბერში…“

407
irmakvicrdze20

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი, ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში წერს იმ გამოსავალის შესახებ, რომელსაც, როგორც სპეციალისტი ხედავს საქართელოში შექმნილ რთულ ვითარებასთან მიმართებაში. ის ასევე აღნიშნავს, თუ როგორი ტიპის შეიძლება იყოს ლოკდაუნი და რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ასეთ დროს, ავსტრიის მაგალითზე.

„გამოსავალი:
1. კლინიკებში სადაც კოვიდპაციენტებია მოთავსებული, ექიმაუდიტორმა (აუდიტორი ექიმი არის დამოუკიდებელი ექსპერტი), შეისწავლოს სასწრაფოდ შესაბამისი კლინიკის სტრუქტურა, პროფილი და რესურსი. აუდიტორის განათლება ვისაც აქვს, ამ საქმის გაკეთებას ჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.
2. ექიმაუდიტორმა შესაბამისი კლინიკის კოლეგებთან ერთად სასწრაფოდ განიხილოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ისტორიები, 1 პაციენტზე განხილვის დრო მაქსიმუმ 30 წუთი!
3. პაციენტები, რომლებიც უკვე 8 -10 დღეა, კლინიკაში იმყოფებიან და არ აქვთ კოვიდ-19-ის მიმდინარეობის მძიმე ფორმა, უნდა გაეწერონ ბინაზე, მათ უნდა ჰქონდეთ ხელთ წერილობითი რეკომენდაცია, ნებისმიერი ადამიანისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი. და ვიდრე კომენტარის გარეშე პაციენტს გადავცემთ ამ რეკომენდაციას, მასთან ერთად რეკომენდაციაში გაწერილი ყველა პუნქტი გაიარეთ. ამ რეკომედაციის ბოლოს უნდა იქნას მითითებული შესაბამისი ოჯახის ექიმის გვარი და და სხელი, ასევე საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. ოჯახის ექიმს განუსაზღრეთ საკონტაქტოთ მაქსიმუმ 70 პაციენტი!
5. ვიდრე პაციენტს გაწერთ ბინაზე, ოჯახის ექიმი მოუძებნეთ და ოჯახის ექიმსაც მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, პაციენტის ბინაზე გაწერის თარიღი და საათი. რეკომენდაცია, რომელსაც მიიღებს პაციენტი უნდა მიეწოდოს ოჯახის ექიმსაც, ასევე ოჯახის ექიმს უნდა გაეგზავნოს პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია.
6. კლინიკური სექტორის განტვირთვა უნდა მოხდეს რისკების სწორი შეფასებით
7. კოვიდსასტუმროები არის ფაქტობრივად მულტიპროფილური კლინიკები, სადაც ხვდებიან ადამიანები სხვადასხვა თანმხლები დაავადებით. სასტუმროს ექიმი ვერ იქნება მულტიპროფილური განათლების. ამიტომ ეს არის დიდი შეცდომა. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი, თუ რატომ მძიმდებიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში, არის ეს!
8. არავითარი ჩაკეტვა, კოვიდის საწინააღმდეგო 3 ძირითადი იარაღით მოქალაქის უზრუნველყოფა, ნიღაბი, სადეზინფექციო საშუალება და პირობების შექმნა დისტანციის დაცვისათვის.
9. დიახ, ავსტრიაში არის სრული ლოკდაუნი, მაგრამ ბევრი სტრუქტურა, რაც პირველი ლოკდაუნის დროას არ მუშაობდა განაგრძობს მუშაობას სწორედ ამ 3 იარაღის დაცვით, რაც წინასწარ იქნა მომზადებული. ის ადამიანები და დაწესებულებები, რომლებიც ვერ ახერხებენ მუშაობას, იღებენ ხელფასს, დაწესებულებები კი იმ შემოსავლის 80%-ს, რაც მათ ჰქონდათ წინა წლის ნოემბერში. თუ ეს შესაძლებელია, მაშინ გაწერილი და დროში განსაზღვრული სრული ლოკდაუნი სწორი ინსტრუქციითი საქართველოში მიზანშეწონილი იქნება. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რამდენი ხანი გარძელდება ლოკდაუნი და რა ნაბიჯებით გამოვალთ ამ სიტუაციიდან თანმიმდევრულად. ასევე მოქალაქეს უნდა შეუქმნათ პირობები, რომ დაემორჩილოს ხელისუფლების მითითებებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები