LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიაში გადაწყვიტეს, რომ ოთხშაბათობით პირად ავტომობილზე უარი თქვან

160
w201-b-whats-available-cycling-cities-HERO

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ირლანდიის რამდენიმე საგრაფოში ახალი ინიციატივა Active School Travel წამოიწყეს. ორგანიზატორები მოსწავლეებსა და მშობლებს მოუწოდებენ, რომ კვირაში ერთი დღე სკოლამდე ფეხით ან ველოსიპედით მივიდნენ, ანუ ავტომობილზე უარი თქვან.

ამ გზით მათ სხვა სატრანსპორტო საშუალებების კომფორტულობის ჩვენება და გზებზე საცობების შემცირება სურთ. გარდა ამისა, დამატებითი ფიზიკური აქტივობა ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის ძალიან სასარგებლოა.

ინიციატივის დაწყებამდე ხელისუფლება შექმნის მობილურ აპლიკაციას, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სკოლამდე ყველაზე სასიამოვნოდ გასავლელ მარშრუტს უჩვენებს. სურვილის შემთხვევაში ველო–მარშრუტის შეთვალიერებაც შეიძლება და გარდა ამისა, ტრანსპორტის ნაციონალური დეპარტამენტი დამატებითი ველო–ბილიკების მოწყობასაც გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო ინიციატივები რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა ყველგან ვერ შეძლეს.

მაგალითად, ნიდერლანდებში 2013 წლიდან სულ უფრო და უფრო მცირდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სკოლამდე მისასვლელად ველოსიპედს იყენებენ. არადა ქვეყანაში ამისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. საქმე ისაა, რომ მშობლები ბავშვის სკოლაში მიყვანის შემდეგ პირდაპირ სამსახურში მიდიან, ამიტომ ავტომობილი მათთვის ბევრად უფრო კომფორტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები